1.პროექტის სახელწოდება
|
,,სწრაფი კვება და გამაგრილებელი სასმელები- მიმზიდველი, მაგრამ…’’
|
2.პროექტის მთავარი იდეა
|
პროექტის მონაწილე ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია სწრაფი კვების პროდუქტების და გამაგრილებელი სასმელების შემადგენელი ნივთიერებების შესახებ, იმსჯელონ მათ მავნეობაზე და გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები თანატოლებს.
|
3.პროექტის აქტუალობა
|
დღეისათვის პრობლემატურია ჭარბწონიანობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია სწრაფი კვბის ობიექტების პროდუქტების მოხმარებით. გარდა ჭარბწონიანობისა,მასში შემავალი კარცენოგენული ნივთიერებები იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები საკმაოდ არის მომრავლებული, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ აქტუალურია.
|
4.პროექტის მიზნები
|
მოიძიონ ინფორმაცია სწრაფი კვების,გამაგრილებელი სასმელების ისტორიისა და შემადგენლობის შესახებ. შეაფასონ ამ პროდუქტების მოხმარებით გამოწვეული შედეგები. გააკეთონ სათანადო დასკვნები და გაუზიარონ თანატოლებს, თემს და სხვა სკოლის მოსწავლეებს.
|
5.მონაწილეთა ასაკი
|
15-16 წელი
|
6.ვადები
|
3 თვე
|
7.მოსალოდნელი შედეგები
|
მოტივაციის ამაღლება, ჯგუფური მუშობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ვებ-გვერდის შექმნა და ინფორმაციის განთავსება, ქმნიან ბუკლეტებს და მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას.
|
8.პროექტის მსვლელობა
|
ინფორმაციის მოძიება სწრაფი კვების და გამაგრილებელი სასმელების ისტორიის და შემადგენლობის შესახებ. მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, ანალიზი. ამ ინფორმაციით დაადგინონ პროდუქტებში შემავალი ნივთიერებების მიერ გამოწვეული დაავადებები და რამდენად მაღალია რისკის ალბათობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესაქმნელად.
|
9.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერი,პროექტორი,გუგლი,ბიბლიოთეკა.
ფიზიკური რესურსი: 156-ე სკოლის მოსწავლეები
|
10.საგნებთან კავშირი
|
ბიოლოგია, ქიმია, ისტ-ი,ისტორია
|
11.პროექტის ხელმძღვანელი
|
მაია დონდუაშვილი
|
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
maiadondua@gmail.com
|
13.პროექტის ვებ.გვერდი
|
Saturday, November 30, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment