Saturday, November 16, 2013

1.პროექტის სახელწოდება:,, ერთი მსოფლიო, ერთი ჯანმრთელობა". ცოფის ვირუსით დაავადების მაღალი რისკი მოზარდებში და მისი პრევენცია.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება დაავადების გამომწვევი ვირუსის შესახებ, მისი გავრცელების და გადამდები გზების შესახებ, მონაწილეობის მიღება ვირუსის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში
3.პროექტის აქტუალობა: ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული. მიმდინარეობს ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლით და მთავრდება სიკვდილით. ამ დაავადების მაღალ რისკ-ჯგუფს  მიეკუვნება ბავშვები, ამიტომ ინფორმაციის მიღება დაავადების გამომწვევზე, მისი თავიდან აცილების ღონისძიებებზე საკმაოდ მნიშვნელოვანია.
4. პროექტის მიზნები: მოზარდებიმიიღებენ ინფორმაციას დაავადების გამომწვევი ვირუსის შესახებ, დაავადების დინამიკის შესახებ საქართველოში, დასახავენ დაავადების პრევენციის ღონისძიებებს,ჩაატარებენ ლექცია-საუბრებს თანატოლებთან და მოსახლეობასთან დაავადების თავიდან აცილების ღონისძიებებზე, წარადგენენ პრეზენტაციას რაიონის სხვა სკოლებში ამ დაავადების შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6.ვადები: 3-თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლე ქმნის ვებ-გვერდს, განათავსებს ინფორმაციას ცოფის ვირუსის შესახებ, ამზადებენ ბუკლეტებს, აცნობენ სკოლის მოსწავლეებს და მოსახლეობას,სხვა სკოლის მოსწავლეებს მისი გავრცელების გზების შესახებ და მისი თავიდან აცილების ღონისძიებებს. ამ პროექტის განხორციელება შეამცირებსამ დაავადების გავრცელების საშიშროებას. ამზადებენ საპრეზენტაციო მასალას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი ელემენტები:კომპიუტერი, პროექტორი, ბიბლიოთეკა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
( LMA, BSl-2).
ფიზიკური რესურსი 156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
9.პროექტის მსვლელობა: მონაცემების შეგროვება,დამუშავება,დახარისხება, ანალიზის კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევების გამომუშავება, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, ინტერვიუს აღება მოსახლეობისაგან და თანატოლებისაგან, პლაკატების, ბუკლეტების დამზადება.
10.საგნებთან კავშირი:ბიოლოგია, ისტი, გეოგრაფია
11.პროექტის ხელმძღვანელი:მაია დონდუაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maiadondua@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი;http://maia156.blogspot.com/

No comments:

Post a Comment